საზოგადოება
05/10/2021

კოვიდის გამო ეკონომიკის ხელშეწყობაზე 2022 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის 

კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 2022 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. 

ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის ასევე კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, აგრეთვე კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების მიზნით. 

ბიუჯეტი აღარ ითვალისწინებს კოვიდიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ღონისძიებების დაფინანსებასაც. 

მთავრობამ პანდემიის პერიოდში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებებიც გასცა, რის გამოც, 2020 წლის ბიუჯეტიდან 708 მლნ ლარზე მეტი გამოყო, 2021 წელს 250 მლნ ლარი.  პანდემიის გამო 2020 წელს ქვეყანაში ლოქდაუნი გამოცხადდა, რის გამოც არაერთი ეკონომიკური საქმიანობები აიკრძალა. მთავრობამ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე პროგრამა განახორციელა. 2020 წელს ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 278 მლნ ლარზე მეტი გამოიყო, 2021 წელს 165 მლნ ლარი. 

კარანტინისა და სხვა ღონისძიებებისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო 63 მლნ ლარამდე, 2021 წელს 21 მლნ ლარი. 

სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ღონისძიებებისთვის 2020 წელს 19.7 მლნ ლარი გამოიყო, 2021 წელს 12 მლნ ლარი.

მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე წარადგინა. საკანონმდებლო ორგანო მის განხილვას იწყებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023