საზოგადოება
31/08/2022

"კულინარიული რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა და იქმნება კერძები უნიკალური გემოთი" - Gour-Med

საქართველო მოგზაურობის და ბუნების მოყვარულთა ქვეყანაა და ის 2023 წელს ITB Berlin-ის გამოფენის პარტნიორია, - ამ სათაურით გერმანული კულინარიული ჟურნალი Gour-Med საქართველოს საქართველოს ტურისტული პოტენციალზე სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ITB Berlin-ის ხელმძღვანელი პირებისა და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად იმოგზაურა.

სტატიაში ძველი თბილისი, გოგირდის აბანოები და თბილისის დაარსების ისტორია აღწერილი.

გამოცემის ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ სამზარეულოს, ღვინოს, ვაზის 8 ათასწლოვან ისტორიას და ქვევრს.

„გურმანებმა იციან, იქ სადაც ღვინოა გემრიელ კერძებსაც ამზადებენ. ასეთი კი სწორედ საქართველოა. ამ ქვეყანაში ასობით წლის მანძილზე მრავალფეროვანი კერძებით შეიქმნა ქართული კულინარიული კულტურა. საქართველოს რეგიონებში კერძებში არომატულ მცენარეებს იყენებენ, რაც ჩვენთვის უცნობია. რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა და ასე იქმნება კერძები უნიკალური გემოთი,“ - წერს Gour-Med-ის ჟურნალისტი.

სტატიაში ITB Berlin-ის პრესსპიკერის ჯულია სონემანის ინტერვიუა მოყვანილი, სადაც ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„საქართველომ მდგრადი ტურიზმის კონცეფციიდან გამომდინარე კონკურსში გაიმარჯვა, ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება გამოფენაზე. ITB Berlin იდეალური პლატფორმაა საქართველოს ამბიციური პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ტურისტულ არეალზე. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის იმიჯის ამაღლებასა და ცნობადობის გაფართოებას საერთაშორისო მასშტაბით“-აცხადებს ჯულია სონემანი Gour-Med-თან ინტერვიუში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023