საზოგადოება
05/03/2021

კულისებიდან სცენაზე - მარჯანიშვილის თეატრი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება

თეატრები მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან. უკვე ცნობილია, რომ რეპეტიციების განახლებას ისინი 15 მარტიდან შეძლებენ, 1-ელი აპრილიდან კი უკვე თეატრალურ წარმოდგენებს მაყურებლებიც დაესწრებიან.

როგორ ემზადებიან გახსნისთვის და რა რეგულაციებით მოუწევთ მუშაობა, ამ თემაზე „ბიზნესპარტნიორთან“ კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ეკა მაზმიშვილი საუბრობს.

მისი თქმით, თეატრი რეგულაციების დაცვით გააგრძელებს მუშაობას. ეს ეხება, როგორც რეპეტიციებს, ისე სპექტაკლებს. ამასთან შრომის უსაფრთხოებასთან თანამშრომლობით დაცული იქნება თეატრის თანამშრომლებისა და მაყურებლის უსაფრთხოება.

„პირველ რიგში, ვფიქრობთ რომელ საათზე დავნიშნოთ სპექტაკლი, რადგან კომენდანტის საათი 21:00 სთ-ზე იწყება, საღამოს საათებში ქალაქის გადატვირთულობის გამო რთულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან მანქანით გადაადგილება. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. 1 საათიანი რომც იყოს სპექტაკლები, მაინც რთული იქნება, რადგან ყველა ქალაქის ცენტში არ ცხოვრობს და ესეც უნდა გავითვალისწინოთ.

ჯერ კიდევ ოქტომბერში ვიყავით მზად მაყურებლის მისაღებად, როდესაც სეზონის გასახსნელად ვემზადებოდით. რეგულაციების მიხედვით, სპექტაკლი არ უნდა გაგრძელდეს 3 საათზე მეტხანს, არ უნდა იყოს შესვენება და ამ დროის განმავლობაში ერთ ადგილას ყოფნა ძალიან რთულია. იმის მიუხედავად, რომ მარჯანიშვილის თეატრს აქვს ვინტილაცია, მაინც არ შეიძლება ერთ სივრცეში დიდი ხნით თავმოყრა,“– აღნიშნავს ეკა მაზმიშვილი.

მისი თქმით, თეატრი ქვეყნის შენებაში დიდ როლს ასრულებს, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორია მისი განვითარების და გაცოცხლების შანსი, ჯერ საჭიროა რეაბილიტაცია და შემდეგ განვითარების პერსპექტივაზე ფიქრი.

„ისე, როგორც ვიყავით პანდემიამდე, ალბათ აღარ იქნება, მაგრამ რაღაც ახალი გზებიც გამოჩნდა. ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ლოქდაუნის გავლენიდან გამოვიდეთ. მაქსიმალურად უნდა შევეცადროთ, რომ მაყურებელს არ შეეშინდეს, და ძველებურად გააგრძელონ თეატრში სიარული. იმედი გვაქვს, თანამშრომლების ტესტირება დაიწყება, ეს საკითხი იდგა ღის წესრგში და გადაცემული გვქონდა სიები, ალბათ თავიდან განიხილავენ," – ამბობს თეატრის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

 

ფოტო: მარჯანიშვილი თეატრი

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023