საზოგადოება
24/08/2020

ლეჩხუმში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა პრობლემურია - ცაგერის მერი

“ლეჩხუმში არსებული საგზაო  ინფრასტრუქტურა პრობლემურია, თუმცა, მისი რეაბილიტაცია დაწყებულია“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ცაგერის მერმა  ავთანდილ უგრეხელიძემ. მისი თქმით, საუბარია შიდა გზებზე, რომლის საერთო ფართობი 528 კილომეტრია.

„ბიუჯეტი რის საშუალებასაც იძლევა, ყველაფერი დაგეგმილია და ეტაპობრივად კეთდება“-აღნიშნავს უგრეხელიძე.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეგიონში არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, მხარის მიმზიდველობა უფრო მეტად გაიზრდება.

რაც შეეხება იმას, თუ რა ხვდება ადგილზე ჩასულ ტურისტს, ცაგერის მერი  „ბიზნესპარტნიორს“ უყვება ყველა იმ  სამუშაოზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეგიონში განხორციელდა. მათ შორისაა ლეჩხუმის სხვადასხვა ლოკაციაზე ტურისტული წერტილები.

„მაგალითად, მოეწყო მურის ციხესთან მისასვლელი ბილიკები. რელიგიური ტურიზმის კუთხით ასევე გაზრდილია ლეჩხუმის  ცნობადობა, რაც განპირობებულია წმ.მაქსიმე აღმსარებლის საფლავის აღმოჩენით, ტაძრის აგებით და მომლოცველების აქტივობით. ორბელის გადასახედი, საიდანაც ჩანს ლეჩხუმის ორი ხეობა, გაკეთდა 60 მეტრიან ღვირიშის ჩანჩქერზე მინის ხიდი. გარდა ამისა, კერძო ინვესტიციებით და სახელმწიფო პროგრამების დახმარებით გაკეთდა მწვანე ტბა, რომელიც ლეჩხუმში ძალიან პოპულარულია“, - აცხადებს უგრეხელიძე.

დღეს ლეჩხუმში სასტუმრო ბიზნესს ერთდროულად 250 ტურისტის მიღება შეუძლია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023