საზოგადოება
07/08/2023

ლევან დავითაშვილი: ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია

შოვში ყველა სახელმწიფო უწყებაა ჩართული, მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, –ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დავითაშვილმა შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„იცით, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის ჩართული, მთლიანად მობილიზებულია ის რესურსები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამ კუთხით, მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ასევე ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლური ვართ და რაღაცების პრევენცია, თავიდან არიდება ალბათ შეუძლებელია ხოლმე. ასეთი რამ ხდება არა მხოლოდ საქართველოში, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები უძლური არიან სტიქიური უბედურებების პრევენციის და აღკვეთის დროს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023