საზოგადოება
01/06/2022

ლევან გოჯიაშვილმა სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსება მოიპოვა

21 წლის ქიმიკოსმა ლევან გოჯიაშვილმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა.

ლევან გოჯიაშვილი SDUS-ს წლევანდელი კურსდამთავრებილი და არაერთი ოლიმპიადისა და კონკურსის გამარჯვებულია. მისი ჩართულობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მრავალი მედალი მოუტანა ქიმიკოსთა ნაკრებს.

„STEM-ის მიმართ ჩემი ინტერესი  მნიშვნელოვნად  გააძლიერა ქიმიის მასწავლებელმა  სკოლაში,  რომელმაც მოახერხა საგნის მიმართ საკუთარი სიყვარულისა და ერთგულების იმგვარად გადმოცემა მოსწავლეებისათვის, რომ ნათლად დაგვენახა ქიმიის, როგორც მეცნიერების უსაზღვრო შესაძლებლობები. მეცხრე კლასიდან ამ საგნის შესწავლა ინტენსიურად და საფუძვლიანად დავიწყე,” – ამბობს ლევანი.

მისი პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში შეიძინა სკოლის პერიოდში იყო, როდესაც  ქიმიის ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილეობა ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მიიღო. მან ნაკრებთან ერთად საქართველო წარადგინა მსოლფიოსა და ევროპის სხვადასხვა კონკურსებში, საიდანაც არაერთი მედალიც ჩამოიტანა.  

„სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში – საქართველო, სადაც იყო წარმოდგენილი ერთადერთი ამერიკული ქიმიის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში, რომელიც საშუალებას მაძლევდა, უმაღლესი საფეხურის განათლების ხარიხსის მისაღებად მებრძოლა და გავმხდარიყავი კონკურენტუნარიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“

ახალგაზრდა მეცნიერის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა ამერიკის ქიმიური საზოგადოების ქართველ სტუდენტური ნაწილის პრეზიდენტად არჩევაა.  მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია STEM საგნების მიმართ ცნობადობის გაზრდა ქართულ საზოგადოებაში. ამ მიზნის განსახორციელებლად, ამერიკული ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტური ნაწილის მიერ მისი პრეზიდენტობის დროს, განახორციელა მრავალი წარმატებული პროექტი და ღონისძიება, რის შედეგადაც  ACS-ის უმაღლესი ჯილდოც მოიპუვეს.

ლევანის პროფესიული გამოცდილება მხოლოდ უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება. იგი დასაქმებულია  CPI Georgia-ში, რომელიც არის სტაბილური იზოტოპების მწარმოებელი წამყვანი კომპანია, სადაც ხელმძღვანელობს იზოტოპურად გამდიდრებული ქიმიკატების სინთეზის პროექტს, რომელიც გულისხმობს ახალი ნივთიერებების სინთეზისა და ანალიზის მეთოდების შემუშავებას, ასევე საცალო ვაჭრობის ვებსაიტის isotopshop.com აწყობასა და მართვას.

22 წლის მეცნიერის სამომავლო მიზნებია მიიღოს დოქტორის ხარისხი ქიმიაში და შემდეგ გააგრძელოს მუშაობა ინდუსტრიაში, აწარმოოს იაფი და ნაკლებად ტოქსიკური კატალიზატორები სხვადასხვა სამრეწველო პროცესებისათვის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქიმიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებას გარემოზე.

ლევან გოჯიაშვილმა ამჟამად, სრული დაფინანსება მოიპოვა სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტში(UCSD) ქიმიის სადოქტორო პროგრამაზე.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023