საზოგადოება
02/11/2021

ლევან იოსელიანი: ფარმაცევტებისთვის საათში 1.80 ლარის გადახდა დაცინვაა

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ საქართველოში ფარმაცევტების შრომის ანაზღაურება უკიდურესად დაბალია. 

"მათი ანაზღაურება დაახლოებით 300 ლარია. დამსაქმებლების დამოკიდებულება კი ასეთია - თუ არ უნდათ ეს გასამრჯელო, დატოვონ სამსახური და სხვაგან ეძებონ. ჩაბრძანდით თქვენი უბნის მაღაზიებში, შედით აფთიაქებში და ჰკითხეთ რამდენია მათი ხელფასი. ბიზნესის ასეთი ველური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ არსად არ არის. ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რომ გადავხედოთ, არსებობს მინიმალური ხელფასი, რომლის ქვევითაც არ შეიძლება უბრალოდ გადაუხადო. ერთაგან არის 146 დოლარი, მეორეგან 143 დოლარი. არ ვარ მომხრე, სახელმწიფომ ვინმეს რამე თავზე ძალით მოახვიოს, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ადამიანებს სჭირდებათ დაცვა. ასეთი დამოკიდებულების გამოა, რომ "გრინ კარტაზე" 100 000-ზე მეტ ადამიანს შეაქვს განცხადება და გაქცევა უნდა ამ ქვეყნიდან.

დღეს არ ჩამოვთვლი იმ კომპანიების დასახელებას, ვინც ასე ექცევა საკუთარ სფეროში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს. მაგრამ შემდეგ აუცილებლად დავასახელებ კონსულტანტებსაც, კომპანიებსაც და მათ მეპატრონეებსაც. ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი ამ საკითხზე. სხვაგან თუ საათობრივად უხდიან და საათში 10 და 20 დოლარია, გასაგებია ჩვენ არ ვართ ასეთი მდიდარი ქვეყანა, მაგრამ საათში 1.80 ლარის გადახდა, ეს არის დაცინვა. ჩვენ გვექნება კონკრეტული ინიციატივები ამასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ დავიცვათ ეს ადამიანები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ჯგუფია", - აღნიშნა დეპუტატმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023