საზოგადოება
17/02/2021

მაია ცქიტიშვილი: 2024 წლისთვის 200 კმ ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა დასრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება. დეტალებზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში ისაუბრა. კერძოდ, საუბარია იმის თაობაზე, რომ 2024 წლისთვის ახალი, 200 კმ ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა დასრულდება.

„2021 წელს სამინისტროს ბიუჯეტი რეკორდულ 2,367 მლნ ლარს შეადგენს. ამ რესურსის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება. ჩემთვის საამაყოა, რომ ვმუშაობთ გამორჩეული სირთულისა და მნიშვნელობის პროექტებზე - რიკოთისა და ქვეშეთი-კობის მაგისტრალებზე. რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ თბილისიდან ბათუმში ჩასვლას 3,5 საათში შევძლებთ. ამასთან, აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები რიკოთის მაგისტრალის ჩუმათელეთი - ხევის, ხევი - უბისას, უბისა - შორაპანის და შორაპანი - არგვეთას მონაკვეთბზე. აღსანიშნავია, რომ აქტიურად გაგრძელდება ბათუმის შემოვლითი გზის, სამტრედია - გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებლობა" - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, უწყება კვლავ ხელს შეუწყობს პროექტებში ქართული კომპანიების ჩართულობას.

„ვინაიდან თბილისი - საგარეჯოს ავტობანის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება, ქართულ კომპანიებს შეეძლებათ ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობის მიღება. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისის შემოვლითი გზის 4 ლოტიდან 3 ლოტის მშენებლობის ტენდერი სწორად ქართულმა კომპანიამ მოიგო. ამ გზით ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ქართულ კომპანიებს, რომ დაიგროვონ საჭირო გამოცდილება და მომავალში შეძლონ უკვე საერთაშორისო ტენდერებშიც კონკურენცია გაუწიონ უცხოურ კომპანიებს“ - აღნიშნა ცქიტიშვილმა

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023