საზოგადოება
04/02/2021

მაია ცქიტიშვილი: გადაადგილების შეზღუდვის უფრო გამკაცრება სწორი იქნებოდა

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დადგენილი გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. არც ცვლილებები არ იგეგმება.

„სავაჭრო ცენტრების, სკოლების, ტრანსპორტის და ღია სივრცეებში კვების ობიექტების გახსნით გამოწვეული დამატებითი მობილობა დასაკომპენსირებელია სხვა ტიპის მობილობის შეზღუდვით. გადაადგილების შეზღუდვის უფრო გამკაცრება სწორი იქნებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ვითვალისწინებთ ჩვენი თანამოქალაქეების და ბიზნესის ინტერესს, ამიტომ ჯერ ჩვენ 21:00 საათს არ ვეხებით“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვლიდან აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, თუმცა ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა. 15 თებერვლიდან სკოლებს დაუბრუნდებიან მოსწავლეები, კვების ობიექტები ღია სივრცეების გახსნას შეძლებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023