საზოგადოება
17/03/2020

მარეგულირებელი მობილური კომპანიებისგან ყალბი სმს-ების შეზღუდვას მოითხოვს

კომუნიკაციების კომისია მობილურ ოპერატორებს მოუწოდებს კორონა ვირუსზე მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება შეზღუდონ.

კომისიამ კომპანიებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს, კერძოდ, კომისიამ  ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება დაუყონებლივ  შეუზღუდონ სმს  (A2P)  შეტყობინებების გავრცელება არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ მობილური ოპერატორების სერვისით და საზოგადოებას შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიან.

გადაწყვეტილება მარეგულირებელმა მას შემდეგ მიიღო, რაც მთავრობის მიერ კორონავირუსზე მოქალაქეებისთვის სარეკომანდაციო SMS-ის გაგზავნის შემდეგ, ყალბი სმს შეტყობინები გავრცელდა. “დაინტერესებული პირების მიერ მოხდა მთავრობის სახელით ფეიკ შეტყობინების გავრცელება, ოდნავ მოგვიანებით კი, ანალოგიურად ყალბი  შეტყობინება გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს სახელით. სმს-ების გამავრცელებლის მიზანს საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვა და მათი შეცდომაში შეყვანა წარმოადგენდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

თუ ავტორიზებული პირების მიერ არ მოხდება შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, კომუნიკაციების კომისია მისი რეგულირების სფეროში შემავალი კომპანიების მიმართ, კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებს და საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციას შეუჩერებს  მათ.

“თემის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მხოლოდ სწორი და ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიეწოდებოდეს, რათა არ მოხდეს საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა”, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023