საზოგადოება
10/07/2020

მაუწყებლების შემოსავლები 2019 წელს 11.3 მლნ-ით გაიზარდა - რამ განაპირობა ზრდა

ტელევიზიების შემოსავლები 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. როგორც საერთაშორისო გაჭვირვალობა საქართველოს ანგარიშშია ნათქვამია, რომ არა ახლადშექმნილი ტელევიზიების „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მფლობელების მხრიდან შემოწირულობის თუ სესხის სახით გაღებული თანხები, ტელევიზიების ჯამური შემოსავალი სოლიდურად დაიკლებდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი (რომელშიც შედის რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, ტელეშოპინგი და განცხადებები) 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 8.2 მლნ ლარით (10.9%) შემცირდა და ჯამში 67.5 მლნ ლარი შეადგინა. სარეკლამო ბაზარი 2016 წლიდან კლების ტენდენციით ხასიათდება.

2019 წელს ყველაზე დიდი სარეკლამო დანაკარგი „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა. ჯამში, 2018 წელთან შედარებით, ტელევიზიამ 8.3 მლნ ლარით (27.2%) ნაკლები შემოსავალი მიიღო. სარეკლამო ბაზრის შემცირების ძირითადი მიზეზი „რუსთავი 2-ზე“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დროებით შეჩერება იყო.

კვლევის მიხედვით, 2019 წელს სარეკლამო შემოსავლების უპირობო ლიდერი ტელეკომპანია „იმედია“. ჰოლდინგში შემავალ ტელევიზიებთან ერთად, რეკლამის სახით 28.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც ბაზრის 42.8%-ია, რაც 2018 წელთან შედარებით, 5.8%-ული პუნქტით მეტია. მეორე ადგილზეა „რუსთავი 2“ ბაზარზე 32.8%-მდე შემცირებული სარეკლამო წილით, მესამეზე კი 5.6%-ით ტელეკომპანია „პირველი“.

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, რადიოს ჯამური შემოსავალი 174 ათასი ლარითაა (1.8%) შემცირებული, სარეკლამო შემოსავალი კი 192 ათასი ლარით არის გაზრდილი (2.2%). სარეკლამო შემოსავლების მხრივ რადიოებს შორის ჰოლდინგი „ფორტუნა“ ლიდერობს (5 მლნ ლარი).

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023