საზოგადოება
16/02/2022

მეტროში ე.წ. გამტარებლებს ბარათებს ჩამოართმევენ და დაუბლოკავენ

მეტროებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის თანამშრომლებმა ე.წ. გამტარებლების მონიტორინგი დაიწყეს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროს სადგურებში კანონის დარღვევით მგზავრებს შეღავათით მოსარგებლეების ბარათებით გატარებას სთავაზობენ და თანხას იღებენ. 

"ეს არ არის მათი აბონიმენტი. შეიძლება იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, რომელიც სოციალურად დაუცველია ან სტუდენტი და შეღავათიანი ბარათით სარგებლობს - უფასო მგზავრობით, 10 და 20 თეთრიანი ტარიფით. ე.წ. გამტარებლები ამ ბარათებით ატარებენ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას. ეს რა თქმა უნდა კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას. ასეთი უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კონტროლიორს სრული უფლება აქვს ჩამოართვას  კანონდამრღვევს სამგზავრო ბარათი და დაბლოკოს. ყველა მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ და ვებრძოლოთ მათ, ვინც კანონს არღვევს", - აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023