საზოგადოება
01/12/2021

მინისტრი პროფესიულ განათლებაზე: მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი ეკონომიკის შესაბამის პროგრამებს შევთავაზებთ 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პროფესიული განათლება კიდევ უფრო პოპულარული უნდა გახდეს და მასზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს ექნება, საქართველოს ყველა რეგიონში. 

"პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის პირველ ეტაპზე ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა ეროვნული კვალიფიკაციებისა და ინფრასტრუქტურის ეროვნულ სტანდარტთან შესაბამისაობაში მოსაყვანად. რეფომის შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვანია მასშტაბის ზრდა, რათა კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ მიიღოს პროფესიული განათლება და დასაქმდეს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. იგეგმება საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის განვითარების ხელშეწყობა, რათა 2032 წლისთვის ქვეყანაში წლის განმავლობაში 100 000-მდე ახალგაზრდამ და ზრდასრულმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება, მათ შორის მომზადება-გადამზადების პროგრამებით სარგებლობა", - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. 

მისი თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებს შესთავაზებენ ადგილობრივი ეკონომიკის მოთხოვნის შესაბამის პროგრამებს.

"2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტები პირველად მიიღეს ახლადგახსნილმა სასწავლებლებმა - კასპში, მარნეულში, ჩოხატაურში, ქედაში, ფოთსა და შუახევში. მომდევნო წლებშიც გაგრძელდება ხელმისაწვდომობის ზრდა და ყველა მუნიციპალიტეტში შეთავაზებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები და მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებისთვის", - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. 

მინისტრმა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება. 

"სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების უმოკლესი გზაა მათი პროფესიული უნარებით აღჭურვა. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს, ნებისმიერი ასაკის მოქალაქეებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რათა ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომზადება-გადამზადების პროგრამებით", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.   

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023