საზოგადოება
01/04/2023

მომზადება/გადამზადების პროგრამებისთვის სახელმწიფო აკრედიტაციის მინიჭებამ მასზე მოთხოვნა გაზარდა

პირველი ფიტნეს აკადემიისთვის სახელმწიფოს მხრიდან აკრედიტაციის მინიჭებამ საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობის ინტერესი გამოიწვია. ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ აკადემიის დამფუძნებელმა, ვალიტა გორელჩაკიონმა ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორები აქამდე  თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ, ვინაიდან არ არსებობდა სტანდარტები და ამ სფეროს აღიარება არ ჰქონდა, თუმცაღა როდესაც სახელმწიფომ გასცა აკრედიტაცია, მათ ფიტნეს  აკადემიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტეს.

„ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებამ ხელი შეუწყო სფეროში სტანდარტები შემომეტანა. მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და მესამე ნაკადზე უკვე 35 ადამიანი ჩაეწერა. „- აცხადებს გორელჩაკინი.

 საკუთარ გამოცდილებაზე გუდვილის HR დეპარტამენტისა და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ჩხარტიშვილმა  კი აღნიშნა, რომ, ისინი ჰიპერმაკეტების სფეროში პირველები იყვნენ , რომლებმაც პროფესიულ განათლებას მხარი დაუჭირეს და კადრების გადამზადება დაიწყეს. მისი თქმით, განათლებაში ჩართულობამ კომპანიას მისცა განვითარების საშუალება.

„თუნდაც ბიზნესი იყო ვალდებლებაც გაქვს, რომ სიახლის საქმის კურსში იყო, გადმოიტანო, გაეცნო, განავითარო და განვითარდე.“-აღნიშნავს ჩხარტიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჰიპერმარკეტების ქსელმა „გუდვილი“ 1000-ზე მეტი ადამიანი გადაამზადა.

შეგახსენებთ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ 2019 წლის 6 სექტემბერს დამტკიცდა არაფორმალური განათლების აღიარების წესი, რომლის მიზანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა იყო. არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა პირს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მო­ახ­დი­ნოს არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის აღი­ა­რე­ბა, მი­ი­ღოს სრუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია ან და­აგ­რო­ვოს კრე­დი­ტე­ბი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­მო­მავ­ლოდ მი­სა­ღე­ბად.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023