საზოგადოება
13/03/2021

მოსახლეობის რა ნაწილი აიცრება წლის ბოლომდე - კოვიდვაქცინაციის დაწყების მოლოდინში

შვედურ-ბრიტანული კომპანიის წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი პარტია, 43 200 დოზა უკვე საქართველოშია. ვაქცინაცია რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში შაბათ-კვირას გადანაწილდება, ორშაბათიდან (15 მარტიდან) კი  ჯანდაცვის სამინისტროს შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში უშუალოდ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. 
 
როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, წელს საქართველოში 1,7 მლნ ადამიანი უნდა აიცრას.
 
საქსტატის 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 3,716 მლნ-ია, ამ მონაცემების გათვალისწინებით, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის დაახლოებით 54% შეძლებს აცრას. 
 
უნდა აღინიშნოს, რომ აცრა ნებაყოფლობითია. რამდენად არის მზად თავად მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ეს მეორე საკითხია, თუმცა
როგორც 26 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, უწყების ჯანდაცვის უწყების ჩატარებული კვლევით საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 42% ვაქცინაციის პროცესს უნდობლობას უცხადებს. შეცვლილია თუ არა ეს მაჩვენებელი ბოლო პერიოდის განმავლობაში უცნობია.
 
ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით იწყება
 
ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის საქართველოში 82 ამცრელი ცენტრია მზად. ორშაბათიდან აცრა 29 ცენტრში დაიწყება, 17 მარტს დაემატება 35 დაწესებულება, 19 მარტს კი, 13.

როგორც ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება - ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი. მაშინ აღინიშნა, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. 

სამედიცინო პერსონალის აცრის შემდეგ ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები და პერსონალი აიცრება, შემდეგ - ასაკობრივი გრადაციით განსაზღვრული პირები და სხვა ჯგუფები. 

როგორც ცნობილია, AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერადად კეთდება, რევაქცინაცია 8-დან 12 კვირის ფარგლებშია რეკომენდებული. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე პარტია, 86 000 დოზა საქართველოში აპრილის მეორე ნახევარში შემოვა.

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023