საზოგადოება
26/07/2023

"მშვიდობის ხიდის" რეაბილიტაცია დასრულდა

„მშვიდობის ხიდის“  სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხიდის რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების აქტიური ზედამხედველობით განხორციელდა.

„დავიწყეთ „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ცუდ მდგომარეობაში იყო, საჭიროებდა განახლებასა და მოწესრიგებას. ამჟამად,  დაახლოებით, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები უკვე დასრულებულია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, რისთვისაც სპეციალური კონსტრუქციები მოეწყო, აღდგა დეფორმირებული კიბეებიც. ამასთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს რეაბილიტირდა ხიდის დაზიანებული ბურჯი. დღეს „მშვიდობის ხიდი“ ყველანაირად უსაფრთხოა, სამუშაოები კი დასრულებული. ერთადერთი, რაც დარჩა და მომდევნო თვეების განმავლობაში გაკეთდება, ხიდზე ახალი განათებების მონტაჟია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023