საზოგადოება
16/12/2020

მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების გეგმას წლის ბოლოს წარადგენს

მთავრობა სავარაუდოდ, წლის ბოლოს წარადგენს გეგმას, როგორ ჩატარდება ქვერყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანას აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ შეინახოს Astrazeneca-სა და Moderna-ს ვაქცინები.
 
რაც შეეხება Phizer-ის ვაქცინას, საქართველოში მისი ტემპერატურის შენარჩუნებისთვის საჭირო შესაძლებლობების მქონე 40-მდე მაცივარია და პარალელურად მიმდინარეობს პროცედურები ახლების შესყიდვებზეც.
 
"მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. სამმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ვაქცინაცია - დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კანადამ. ალბათ, მალე დაიწყებს გერმანიაც და რამდენიმე დიდი ქვეყანა. ჯერჯერობით Phizer-ით ვაქცინაცია დაიწყო ამ სამ ქვეყანაში. ამას სჭირდება შესაბამისი ცივი ჯაჭვი, -70, -80 გრადუსიანი. ჩვენთან დაავადებათა კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს შესაბამისი ჯგუფი და ასევე საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსეტორალური კომისია. ჩვენთან მომუშავე ჯგუფმა შეიმუშავა კრიტერიუმები, პირველ რიგში, რა ჯგუფები უნდა აიცრან. შემდეგ, კრიტერიუმები ე.წ სერვისების მიწოდების და ასევე ხელმეორედ შეფასდა ქვეყანაში ცივი ჯაჭვის სისტემა.
 
თავისუფლად შეგვიძლია და გვაქვს კარგად გამართული -2-დან -4 გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა და შეგვიძლია Astrazeneca-ს ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომელიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, ქვეყანაში სწრაფად დავნერგოთ. ასევე შესაბამისად არის მომზადებული კადრი, რომელიც ვაქცინაციას აწარმოებს. რაც შეეხება Moderna-ს ვაქცინას, რომელიც არის -20 გრადუსზე, ასევე ამ ტემპერატურაზე მუნიციპალიტეტების დონეზე გვაქვს სამაცივრე მოწყობილობები -20 გრადუსიანი, სადაც ასევე თავისუფლად შეგვიძლია Moderna-ს დანერგვა. რაც შეეხება, ცივ ჯაჭვს Phizer-თან დაკავშირებით, ასეთი დაახლოებით 40-მდე  მაცივარი  გვაქვს ქვეყანაში. იქიდან უკვე ვიცით, რამდენის გამოყენება შეგვიძლია და რამდენიმე ასეთი მაცივარი შესყიდვის პროცესშიც არის. რა თქმა უნდა, Phizer-ისა და Moderna-ს შემთხვევაში საჭირო იქნება ადამიანების გადამზადება",- აღნიშნა გამყრელიძემ.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023