საზოგადოება
24/12/2020

მთის მოსახლეობის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია - გახარია

თუ სადღაც მთის მოსახლეობა დაჩაგრულად გრძნობს თავს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან წვდომის ნაწილში, რა თქმა უნდა, უნდა მივეხმაროთ, იმიტომ, რომ მთის მოსახლეობის მხარდაჭერა არის პრიორიტეტის დონეზე აყვანილი საქართველოს მთავრობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.

გიორგი გახარიას თქმით, იმისთვის, რომ მთის და ზოგადად, რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების გამოყენება ყოფილიყო გაადვილებული, შეიქმნა სპეციალური პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ და საზოგადოებრივ ცენტრებში და იუსტიციის სახლებში იგივე სერვისებს იღებენ, რასაც ეკონომიკის სამინისტროში.

„სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები მთის მოსახლეობისთვის გაძლიერებულია. მოთხოვნებიც შემცირებულია – შეღავათებია მოთხოვნების ნაწილში. თვითონ მთის კანონმდებლობის ფარგლებში ბევრი რამე პირიქით, გაძლიერებულია. თუ სადღაც მთის მოსახლეობა დაჩაგრულად გრძნობს თავს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან წვდომის ნაწილში, რა თქმა უნდა, უნდა მივეხმაროთ, იმიტომ, რომ მთის მოსახლეობის მხარდაჭერა არის პრიორიტეტის დონეზე აყვანილი საქართველოს მთავრობაში. იმისთვის, რომ არა მხოლოდ მთის, არამედ, რეგიონებში ადამიანებისთვის ამ პროგრამების გამოყენება გაგვეადვილებინა, გავაკეთეთ სპეციალური პროგრამა – „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ და საზოგადოებრივ ცენტრებში და იუსტიციის სახლებში იგივე სერვისებს იღებენ, რასაც ეკონომიკის სამინისტროში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023