საზოგადოება
08/11/2021

"მწვანე ბარათი" დეკემბრიდან ამოქმედდება

საქართველოში "მწვანე ბარათი" 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ე.წ. მწვანე სტატუსი ექნება პირს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს ბოლო 72 საათის განმავლობაში პისიარ ტესტი, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი, ან გადატანი აქვს კორონავირუსი. 

"იყო მოსაზრება, რომ კორონავირუს გადატანილებზე ყოფილიყო 6 თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზრუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება", - აღნიშნა პრემიერმა. 

მისი თქმით,  მწვანე ბარათის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 

"1-ელი დეკემბრიდან, ჩვენი მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, კაზინოებში და ა.შ.",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის ინფორმაციით, "მწვანე ბარათზე" მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023