საზოგადოება
05/10/2023

მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში უეფას მეორე კატეგორიის სტადიონს აშენებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში უეფას მეორე კატეგორიის სტადიონს აშენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა 8.1 მილიონ ლარით აფინანსებს.

ქალაქ მარნეულში სტადიონის მშენებლობის ძირითადი სამუშოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ცენტრალური სტადიონი 2000 გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ტრიბუნით. სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები. მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის.

სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023