საზოგადოება
18/10/2023

მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სკვერის მოწყობამდე, აღნიშნული ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.

"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას, ახალი პარკების მოწყობა-რეაბილიტაციას. გვახსოვს მავნე პრაქტიკა, რომელიც იყო წლების წინ - რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები ჩაეტარებინათ. ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტს ბევრი სივრცის გამოსყიდვა და დაბრუნება მოუწია. ერთ-ერთი ასეთია "მზიურის" პარკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო.

მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობა განახორციელა და ეს ტერიტორია თბილისელებს დაუბრუნდა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით. სამუშაოები უკვე დასრულებულია. შედეგად "მზიურის" პარკის ტერიტორია 2.5 ჰექტრით გაიზარდა", - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კონცერტი გაიმართება.

"პროექტის ფარგლებში, ტერიტორია გამწვანდა, ახალი ხე-მცენარეები დაირგო. მოეწყო მოსასვენებელი და სატრენაჟორო სივრცეები. ყველა პირობაა შექმნილი, რომ ადამიანმა დაისვენოს და განიტვირთოს. პარასკევს, 19:00 საათზე, "მზიურის" პარკში გელოდებით ყველას კონცერტზე. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით", - აღნიშნა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023