საზოგადოება
12/03/2021

ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერებულა - ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა შეჩერდა. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, ძირითადი კვლევის ხელახლა გადამოწმებამდე ჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები. პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები კი, გაგრძელდება. 

„ქუთაისში დღეს გამართულ შეხვედრაზე „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა შეჩერდა. განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია - ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებამდე, რომლებიც გადაამოწმებენ ძირითად კვლევებს, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა და არა პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა გააჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, კერძოდ: შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი; „ნამახვანი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს; შეიქმნება „ნამახვანი ჰესის“ ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023