საზოგადოება
12/01/2022

ნასაკირალის უღელტეხილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის ბოლოს სრულდება

ნასაკირალის უღელტეხილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის ბოლოს სრულდება.საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ნასაკირალის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებო ვადად განსაზღვრული 12 თვე და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა 2022 წლის 27 მაისია.
 
უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს სამუშაოები პროექტის დანარჩენ მონაკვეთებზეც, ხოლო ჩოხატაურის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია - დაგებულია ასფალტო-ბეტონის საფარი და დასრულებულია გზის მონიშვნის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 27 იანვარი.
 
მათივე ინფორმაციით, უწყება მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთების სიგრძე ჯამურად შეადგენს 62 კმ-ს, ხოლო პროექტის ბიუჯეტი 58.5 მილიონი ლარია.
 
პროექტი ითვალისწინებს გზების სრულ რეაბილიტაციას, რაც მოიცავს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა გზის საფუძვლის გამოცვლა, სანიაღვრე სისტემების მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და საყრდენი კედლების აშენება, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.
 
პროექტის შემადგენელ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის (ნასაკირალის უღელტეხილის) 8.5 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, დღეის მდგომარეობით, აშენებულია საყრდენი კედლების 80%, წყალგამტარი ნაგებობების 72%, სანიაღვრე არხების 50% და სხვა აუცილებელი სამუშაოები, რომლის შემდგომაც მოხდება გზის საფარის მოწყობა.
 
ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად, გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს შემასწორებელი ფენის შეტანა და ტექნოლოგიით გათვალისწინებული კლიმატური პირობების შესაბამისად, დაიწყება გზის საფარის ასფალტო-ბეტონით მოწყობა.
 
 
გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION-ი ასრულებს. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023