საზოგადოება
08/06/2022

ნიკარაგუაში რომ ქარი ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?! - დეპუტატი GWP-ს აკრიტიკებს

ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი დედაქალაქის წყალმომარაგების პრობლემაზე საუბრობს და კომპანია GWP-ს აკრიტიკებს.

"გაცოფებული ვარ. გუშინ ჯერ მთელ თბილისს წყალი შეუწყდა და მერე მოვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ წყალი შეწყდებაო. მინდოდა მთელი მთავრობისთვის მეთქვა, როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალაქს წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს. საგურამოში წვიმა მოვიდაო... ნიკარაგუაში რომ ქარი ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?! როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალაქში ასეთ უპასუხისმგებლო კომპანიაზე იყოს დამოკიდებული 1.5 მლნ ადამიანი?! 1 კომპანიისთვის ვერ მოგვივლია. ახლა ვკითხულობდი GWP-ს ცინიკურ განცხადებას - საჭიროების შემთხვევაში ცისტერნებით მოგიტანთ წყალსო. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ და არბენინონ ქუჩა-ქუჩა. ქვითრების გამოწერაში ხომ არიან ყოჩაღები. რამე გაფუჭდება და წელიწადნახევარი უნდა სდიო, ეხვეწო და ბაიდენს უნდა დაურეკო, რომ წყალი მოგიგვარონ. კერძო კომპანია იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნამუსზე ხელი აიღო და პასუხისმგებლობა არ გქონდეს საერთოდ. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023