საზოგადოება
19/09/2023

"ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს, იმედი მაქვს, ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი აწარმოებდა"

"ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყოფილმა ელჩმა სერიოზული პრობლემები შექმნა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

„ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, რომ ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა.

თქვენ იცით, რომ ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა ყოფილმა ელჩმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, კონტრპროდუქტიული იყო მისი საქმიანობა.

მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის ამ დამოკიდებულებას და მისი ელჩობის პირობებში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი და დიდი ინტერესით ველოდები თანამშრომლობას ახალ ელჩთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023