საზოგადოება
04/08/2023

ოთარ შამუგია ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

მინისტრი სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის თათბირს დაესწრო. ოთარ შამუგიამ მწუხარება გამოთქვა შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ახლობლებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით,   პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა; სამუშაოებში ჩართულია ექვსი ჯგუფი. მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი.

სპეციალისტების განცხადებით, სტიქია, რომელიც 3 აგვისტოს რაჭაში განვითარდა, დაკავშირებულია ბუნებრივ ფაქტორებთან;

ამ ეტაპზე, მსგავსი მასშტაბის პროცესების გამწვავების რისკი არ არსებობს.

3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბას ხეობაში, კურორტი შოვის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა სახიფათო გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას. წინასწარი შეფასებით, გასულ თვეებში ჰაერის მაღალმა ტემპერატურულმა ფონმა და თანმხლებმა ნალექებმა, ხელი შეუწყო მყინვარების ინტენსიურ დნობას, მყინვარ ბუბას ენასთან მყინვარული მასის ან/და კლდე ზვავის ჩამოშლას და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მყარი ნატანის დინამიკაში მოყვანას. ამავე დროს, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სიტუაციის შესწავლას ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ინტენსიურად ავითარებს სტიქიურ პროცესებზე დაკვირვების სისტემებს. უკანსაკნელ წლებში, განსაკუთრებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში განთავსდა 60-ზე მეტი მეტეოროლოგიური,  ჰიდროლოგიური და გეოლოგიური თანამედროვე, ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები. ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023