საზოგადოება
29/03/2022

პარლამენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები განიხილა

შრომითი მიგრაციიდან ორმხრივი სარგებლის მისაღებად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, - ამის შესახებ საუბარია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ თემატური მოკვლევის ანგარიშში.

დოკუმენტში განხილულია ევროკავშირის შრომით ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობები - რის საშუალებას იძლევა ასოცირების შეთანხმება და რა კვალიფიკაციის კადრების საჭიროებაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

„მთავარი მიზანი არის ის, რომ არალეგალური მიგრაცია ლეგალურ ჩარჩოებში მოექცეს, მოიძებნოს ამის შესაძლებლობები და ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ მძიმე და რთული გზების გავლა, რა გზითაც ისინი ეძებენ დასაქმების შესაძლებლობებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამასთან, ცირკულაცია და მოქალაქეების უკან დაბრუნების გამარტივებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობებს არ მოიცავს. მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა, ქვეყნის სწორი პოლიტიკის შემუშავება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს არ უწევდეთ არალეგალური გზების ძიება და ჰქონდეთ უფლება ისარგებლონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების კანონიერი შესაძლებლობებით და, მეორე მხრივ, ქვეყანას ზიანი არ მიადგეს ამ პროცესით,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

ანგარიშის თანახმად, შრომითი ემიგრაციის პროცესში ბევრი საკითხი რეგულირების მიღმაა დარჩენელი, ამიტომ, სამუშაო ჯგუფმა სხვადასხვა რეკომენდაცია წარადგინა. მათ შორის, შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის მოწესრიგება, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დახვეწა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უნდა გაიწეროს სხვადასხვა ინსტიტიციების ჩართულობა, მათ შორის შსს-ის, განათლების სამინისტრის როლი და განისაზღვროს ის კვალიფაციები, რაც საჭიროა როგორც ადგილზე, ასევე ევროკავშირში.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ომხრივი ხელშეკრულებების გაფორმებაზე პორტუალიასთან, კვიპროსთან, ესპანეთთან, უნგრეთთან და ხორვატიასთან. ხოლო შვეიცარიასთან, ფინეთთან და ავსტიასთან მიმდინარეობს კონსულტაციები საპილოტე პროექტების წამოწყების შესაძლებლობებზე.

ანგარიშის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის შრომის ბაზარზე სხვადასხვა მიმართულებითაა კადრების დეფიციტი და ქართველ შრომით ემიგრანტებს შეუძლიათ არსებული დეფიციტი შეავსონ. მათ შორის მოთხოვნადია IT სპეციალისტები, ინჟინრები, ტექნოლოგები და ტექნიკოსები, სასტუმრო და რესტორნების ინდუსტრიის სპეციალისტები, ჯანდაცვის პროფესიონალები, ხელოსნები და ტრანსპორტის სპეციალისტები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023