საზოგადოება
22/02/2022

Pfizer-ის ვაქცინის დამატებითი დოზები საქართველოში მარტის ბოლოს შემოვა

PFIZER-ის ვაქცინის დამატებითი დოზები საქართველოში მარტის ბოლოს შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

"PFIZER-ის დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ. იგეგმება, რომ მოწოდება მოხდეს პირველი კვარტლის ბოლოს, რადგან ამ ეტაპამზე ქვეყანაში არის ვაქცინების საკმარისი რაოდენობა", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, PFIZER-ის ვაქცინების დღეს არსებული მარაგები ვალიდურია 31 მარტის ჩათვლით. 

"იმისთვის, რომ მოქალაქეს პირველ აპრილს ჰქონდეს აცრის შესაძლებლობა, მოწოდება გაგრძელდება ისე, რომ PFIZER-ზე წვდომა შენარჩუნდეს უწყვეტად", - აცხადებს თამარ გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში არის ასევე "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინების მარაგი. ისინი ეფექტურია როგორც პირველადი, ისე ბუსტერდოზის შემთხვევაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023