საზოგადოება
26/06/2020

პრემიერი: 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება

2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა თავისუფლად უნდა შეძლონ გლობალურ კონკურენციასთან გამკლავება.

„ეს უნდა იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრების ის ქალაქი, სადაც საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლების ახალგაზრდები და სტუდენტები უნდა სწავლობდნენ და ამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მათ მარტივად და თავისუფლად უნდა შეეძლოთ გლობალურ კონკურენციაში მონაწილეობის მიღება, ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტანდარტის დამაწესებელი პროექტი, რომელმაც უფრო და უფრო მეტი მიმართულება უნდა მოიცვას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023