საზოგადოება
10/10/2023

პრემიერი: დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში

წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  განათლების რეფორმის მთავარი ამოცანა  არის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე.

"დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას,ბატონო ელჩო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, პატივცემულ სტუმრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რათა მოვისმინოთ მინისტრისგან პროფესიული განათლების ახალი ხედვა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ გვქონდა არა ერთი განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ზოგადად თუ როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად პროფესიული განათლება, იცით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების რეფორმის არის ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე, ყველა დონეზე განათლების სისტემის.

იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ჩვენ დაახლოებით მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განვითარებისთვის, ასევე ჩვენ მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებაში, რეაბილიტაციაში, მშენებლობაში. ეს პროცესი დაწყებულია უკვე დაახლოებით ამის  ნახევარი, 400 სკოლის კონტრაქტები არის გაფორმებული და მშენებლობა არის დაწყებული.

ასეთივე მდგომარეობა არის ბაგა-ბაღების მშენებლობის ნაწილშიც, რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გავაოთხმაგეთ ზოგადად პროფესიული განათლების ბიუჯეტი- გავაოთხმაგეთ და მინდა გითხრათ რომ, დღეის მდგომარეობით, 30 საჯარო პროფესიული კოლეჯი არის შექმნილი, სახელმწიფო კოლეჯი არის შექმნილი, 40-ამდე ლოკაცია არის გამოყოფილი თავის ფილიალების ჩათვლით, მე ვგულისხმობ, 45 კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს დღეს ქვეყანაში და წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი, ჯამში 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში", განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023