საზოგადოება
11/04/2022

პრემიერი: დიდი სურვილი გვაქვს, წელს 50 000 ადამიანი დავასაქმოთ

საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში 20 000-მდე აპლიკაციაა შესული. 

პრემიერი შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მოუწოდებს, კიდევ უფრო მეტმა გამოთქვას დაინტერესება. 

"ჩვენი საბოლოო მიზანია, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ეს მიზნობრივი მაჩვენებელი 2-3 წლის განმავლობაშია მიღწევადი. წელს კი, იგეგმება, რომ 50 000 ადამიანი დასაქმდეს. 

"200 000 საზოგადოებრივი სამუშაო ადგილი - ეს შეიძლება წელს ვერ მოესწროს, მაგრამ 2-3 წლის განმავლობაში ეს მიზნობრივი მაჩვენებელი არის მიღწევადი, მე ვფიქრობ. წელს დიდი სურვილი გვაქვს, რომ 50 000 ადამიანი დავასაქმოთ. ახლა ვიწყებთ მშენებლობების მასშტაბურ პროექტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრებთან ერთად, სამინისტროების მიხედვით გავივლით ჩვენ იმ პროექტებს, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი და შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი მოთხოვნა გაჩნდება და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ჩავერთოთ ამ პროგრამაში,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023