საზოგადოება
22/11/2021

პრემიერი: სოციალური დახმარების ნაცვლად სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ 

მთავრობა, სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების მიზნით ახალ პროგრამას იწყებს. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებით, მოქალაქეებმა, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ, სოციალური დახმარების სანაცვლოდ შრომის ანაზღაურება უნდა მიიღონ. 

"არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ შემაშფოთებელი ტენდენციებია. პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, დაიწყოს მუშაობა, იმის შიშით, რომ მას სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას. არ არის მოტივირებული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს. ეს რა თქმა უნდა კატასტროფაა. ამ მიმართულებით მთავრობამ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

მისი თქმით, საკითხი ეკონომიკურმა გუნდმა უკვე განიხილა. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. 

"რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას - როგორ შევცვალოთ არსებული მანკიერი სისტემა, გაჯანსაღებული ახალი სისტემით.

შეიქმნება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა - ჩვენ სოციალური დახმარების ნაცვლად, შრომისუნარიან მოქლაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ. შეგვიძლია ასეთი ათასობით და ათიათასობით სამუშაო ადგილი შევქმნათ თითოეული მუნიციპალიტეტისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის განცხადებით, მსგავსი პროგრამა ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს. 

პრემიერის ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა. მათ შორის მინიმუმ 200 000 შრომისუნარიანია. 

"არსებული სოციალური პოლიტიკის გამო შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეები არ არიან მოტივირებულები, დაიწყონ მუშაობა. ვიცით რამდენიმე მაგალითი, თუ ადამიანი შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს, შემდეგ მათ ქულები აკლდებათ და უწყდებათ სოციალური დახმარება. ბაზარზე სეზონური სამუშაოები ხელმისაწვდომი თუ არის, არ არიან დაინტერესებულები, რომ დაკავდნენ სხვა საქმითაც და დამატებითი შემოსავალი მიიღონ. ეს კატასტროფაა. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევქმნათ ასეთი მოქნილი სისტემა -  მინიმუმ ის დახმარება, რასაც დღეს ისინი იღებენ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, გარდა ამისა, მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, დამატებითი სამუშაო მოიძიონ. მათ შეეძლებათ პარალელურად 2-3 სამუშაო ადგილზე მუშაობა და მეტი შემოსავალი შეიტანონ ოჯახებში, იყიდონ ტელევიზორი, მაცივარი, სახლებიც იყიდონ და გაარემონტონ და ა.შ", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პრემიერის თქმით, სასურველია, ახალი პროგრამის განხორციელება 2022 წლის იანვრიდან დაიწყოს. 

"ვფიქრობ, ეს ინიციატივა შეცვლის რეალობას. ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ. შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი განცხადებით, პროგრამაში ჩაერთვებიან პროფესიული სასწავლებლები. 

"უამრავ სპეციალობაში მოხდება მათი გადამზადება", - აცხადებს პრემიერი. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023