საზოგადოება
10/06/2020

პრემიერი: ტურისტის მიღების ფასად, მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ

ვერც ერთ შემთხვევაში, ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ, - გიორგი გახარიამ ფერმერებთან შეხვედრისას, კორონავირუსის პანდემიის დასრულების ბუნდოვან ვითარებაზე ისაუბრა.

პრემიერი ამბობს, რომ ისრაელი უნდა ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელთანაც ე.წ „მწვენე კორიდორი“ გაიხსნებოდა, თუმცა 1 კვირის წინ, ისრაელში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა და შესაბამისად, ამ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა და ავიამიმოსვლის დაწყება გადავადდა.

ტურიზმიდან შემოსული, იმპორტირებული ინფიცირება შესაძლოა ქვეყანას იმდენი დაუჯდეს, არანაირი ფასი იმ ტურიზმს არ ექნება, ამიტომ აქ ფრთხილი, გონივრული ნაბიჯები, როგორ ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად არის ერთადერთი შესაძლებლობა ყველამ ერთად გავიდეთ სამშვიდობოს“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ეს უნდა შენარჩუნდეს და „არ უნდა გამოვეკიდოთ მაღალი რისკის შემცველ იდეებს“.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023