საზოგადოება
10/10/2023

პროფესიული განათლების მიღებაზე ძირითადი სარეგისტრაციო პროცესი დასრულდა

პროფესიული განათლების მიღებაზე ძირითადი სარეგისტრაციო პროცესი დასრულდა.

საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების მეთოდოლოგია ფუნდამენტურადაა შეცვლილი, რაც გულისხმობს იმას, რომ შერჩევის ახალი მეთოდი სასწავლო პროგრამის შინაარსზეა მორგებული და აქცენტი სტუდენტის ინტერესებსა და პროფესიის მზაობაზეა გაკეთებული.

პროგრამაზე მიღების ცვლილების მიზანი, ისეთი სტუდენტების შერჩევაა, რომლებსაც მაღალი წარმატების ალბათობა ექნებათ. აღნიშნული კი, დასაქმების მაჩვენებლის ზრდას უზრუნველყოფს.

"სანამ ცვლილებებს განვახორციელებდით, შერჩევის კრიტერიუმი ყველა პროგრამაზე დაახლოებით ერთნაირი გვქონდა, სადაც  ტესტები ბარდებოდა. თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ტესტირება არ არის საუკეთესო საშუალება აპლიკანტის შერჩევის პროცესში",-განაცხადა პროფესიული უნარების სააგენტოს კვლევისა და ინკლუზიური განვითარების გუნდის ლიდერმა, გელა ლომიაშვილმა.

დუალურ პროგრამებზე შესარჩევ კომისიაში პედაგოგებთან ერთად ბიზნესიც აქტიურად არის ჩართული, რაც კერძო სექტორისთვის მამოტივირებელი ფაქტორია, რომ სწავლის პროცესში ჩაერთონ და კვალიფიციური კადრები მოიზიდონ.

ცნობისთვის, მათ ვინც პირველადი რეგისტრაციის ფარგლებში შედეგს ვერ მიაღწიეს, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე  პროფესიული უნარების სააგენტო მეორად რეგისტრაციას იმ კოლეჯებსა და პროგრამებზე გამოსაცხადებს, სადაც თავისუფალი ადგილი დარჩა.

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023