საზოგადოება
22/09/2023

პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია დამტკიცდა

კადრის მომზადებისა და შრომის ბაზრის დაკმაყოფილების მიზნით, პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია დამტკიცდა.

როგორც "ჯიაიეტის" პროფესიული განათლების ექსპერტი, მარიკა ზაქარეიშვილი გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" აცხადებს, მნიშვნელოვანია შრომის ბაზარი, ანუ ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც მზადდება ამ შემთხვევაში პროფესიული განათლების საფეხურზე, შრომის ბაზრის მოთხოვნებს დაუახლოვდეს.

აღნიშნული მეთოდოლოგია სხვადასხვა სექტორისთვის ადამიანური რესურსის მოძიების პრობლემის მოგვარებისა და დარგის მდგრადი განვითარების შესაძლებლობას ქმნის. ამასთან, პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, მოდერნიზაციასა და საერთო ევროპულ სივრცეში მისი ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

"რეალურად, მე თუ იმ უნარებს არ ვფლობ, რაც დამსაქმებელს სჭირდება, დასაქმება ძალიან გამიჭირდება  და ეს ახალი მეთოდოლოგია იმას ითვალისწინებს, რომ სტუდენტები მარტო პროფესიულ უნარებს არ განივითარებენ, არის გამჭოლი კომპეტენციები – პრობლემების გადაწყვეტა, კომუნიკაციების უნარი, რაც არსებითია ნებისმიერი სამუშაოსთვის,"-აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისივე განმარტებით, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან გადაიხედოს ის სამუშაო პირობები, რასაც ისინი სთავაზობენ და მეტად ჩაერთონ დუალურ განათლებაში (სწავლის პროცესში ბიზნესის ინტეგრაცია).

აღსანიშნავია, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს 2 წლიანი გეგმა აქვს, რომლის ფარგლებშიც, უკვე არსებული შეთავაზებული პროგრამების გადახედვა და ასევე ახალი კვალიფიკაციების შეთავაზება მოხდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023