საზოგადოება
06/05/2023

"პროფესიული კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონე გამოიკვეთა"

პროფესიული კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალი დონე გამოიკვეთა. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, თამარ სამხარაძემ განუცხადა.

კვირეულის მიზანი სწორედ ის იყო, რომ საკვანძო გამოწვევების ირგვლივ ყველა დაინტერესებული პირი  გაეერთიანებინათ.

მისი ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ღონისძიებას ე.წ. ლაიტმოტივად გაჰყვა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ახალგაზრდების პასიურობაა.

„მნიშვნელოვანია ქვეყნის ადამიანური კაპიტალი განვითარდეს და შრომის ბაზარზე მიწოდებული იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის სამუშაო ძალა.

ახალგაზრდების პასიურობის აღმოსაფხვრელად, განათლების სფერომ, კერძო სექტორმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად უნდა ვიმუშაოთ ახალგაზრდების მოტივირებისთვის.“- აცხადებს სამხარაძე.

თემაზე, კვირეულის ფარგლებში ქვეყნის საჯარო სექტორს საერთაშორისო ექსპერტებმა და პარტნიორებმა რეკომენდაციები და გამოცდილება გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებში პასიურობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემაა, რომელზეც აქტიურად მუშაობენ.

როგორც პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე აცხადებს, სამოტივაციო პროცესი მოიცავს სტანდარტული დაგეგმილი პროგრამის გარდა, სტუდენტებისათვის საინტერესო საგანმანათლებლო პროცესის შეთავაზებას პროფესიის შესწავლისას.

მისი განმარტებით, საგანმანათლებლო პროგრამები უნდა იყოს ისეთი ტიპის საკვანძო კომპეტენციის გამომუშავებაზე ორიენტირებული, როგორიცაა ლედერობა, გუნდური მუშაობა და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ელემენტების შეტანა, რათა უფრო საინტერესო და აქტიური გახდეს სტუდენტური ცხოვრება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023