საზოგადოება
07/07/2023

პროფესიული სასწავლო პროგრამები ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად აიგება

მთავრობა ბიზნესს კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებს, რითიც მას კადრების მოძიებაში დაეხმარება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განუცხადა, მისი უწყება ახალ, მხარდამჭერ კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც კერძო სექტორს პროფესიულ განათლებასთან დაახლოვებს.

კონცეფციის ფარგლებში, ბიზნესს პროფესიული განათლების პროგრამების შემუშავების საწყისს ეტაპზევე ექნება ჩართვის შესაძლებლობა, რათა მათი მოთხოვნების შესაბამისად აეგოს სასწავლო კურიკულუმი, რომელიც შემდგომ, უზრუნველყოფს რომ ამ პროგრამების კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე დღე არის.

მინისტრის განმარტებითვე, კონცეფციაზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო უზრუნველყოფილი იქნება, ბოლო ეტაპზეა გასული.

„ამ კონცეფციის საჯარო პრეზენტაცია და ბიზნესისთვის წარდგენა, არა უგვიანეს სექტებრის თვეში მოხდება. კონცეფციამ ყველა შიდა უწყებრივი განხილვა უკვე გაიარა და ახლა,მუშაობა ბიუჯეტის განსაზღვრასა და სხვა დეტალებზე მიმდინარეობს.

ჩვენი სამინისტრო ინიციატივით გამოდის, რომ კერძო სექტორი კიდევ უფრო დაახლოვოს პროფესიულ განათლებასთან და მეტიც, ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად ააგოს პროფესიული სასწავლო პროგრამებიც“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

მისივე განარტებით, კონცეფციის მიზანი, ცხადია, შრომით ბაზარზე შექმნილი სირთულეების დაძლევა და კადრების დეფიციტის აღმოფხვრაა.

აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განათლების მინისტრის შეხვედრაც გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობას ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევების იდენტიფიკაციის პროცესში.

ორივე მხარის მიერ აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის აქტიური პარტნიორობა სახელმწიფოსთან, რადგან მოთხოვნადი კვალიფიკაციების გამოკვეთა და შესაბამისი კადრების მომზადება, მხოლოდ სახელმწიფოსა და ბიზნესის სწორი კომუნიკაციით შეიძლება განხორციელდეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023