საზოგადოება
11/07/2021

პური 10-15 თეთრით გაძვირდა - ფასი 10-მდე მსხვილმა მწარმოებელმა დააკორექტირა

პური 10-15 თეთრით გაძვირდა. როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, მიზეზი ფქვილის სუბსიდირების პროგრამის ამოწურვაა.

მალხაზ დოლიძის განმარტებით, პურის ფასი ზრდის მიმართულებით 10-მდე მსხვილმა მწარმოებელმა დააკორექტირა.

"სუბსიდირება დასრულდა, შესაფუთი მასალები გაძვირებულია, ამ ყველაფრის ფონზე მსხვილი კომპანიები იძულებული გახდნენ ფასები გაეზარდათ, მათ შორის არის "იფქლი" და პურის სხვა მწარმოებლები, რომლებიც თბილისსა და რეგიონს ამარაგებენ. 15 თეთრიან ფასნამატში პურის მწარმოებელი კომპანიების მიერ მომატებული ფასი 10 თეთრს შეადგენს, დამატებით 5 თეთრით კი ზოგმა ქსელურმა მაღაზიამ პური თავად გააძვირა, არასწორად იქცევიან," - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი საქართველოში ივნისის ბოლოს დამთავრდა და პირველი ივლისიდან ფქვილის სუბსიდირება აღარ ხორციელდება. პანდემიის პირობებში ფქვილის ფასის სუბსიდირებისთვის და ე.წ. სოციალურ პურზე ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. სუბსიდირების მთავარი მიზეზი რუსეთში, რომელიც საქართველის მთავარი იმპორტიორია, ხორბლის გაძვირება და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის დაწესება გახდა. ამას ხელს უწყობდა გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023