საზოგადოება
12/04/2023

პური 10 თეთრით გაიაფდა

პურის ფასი 10 თეთრით შემცირდა. როგორც „იფქლი დიღომის“ მარკეტინგის მენეჯერმა, სოფიო ბედიაშვილმა „ბიზნესპარტნიორს განუცხადა, კომპანია უკვე ორი დღეა, რაც სასურსათო მაღაზიებს ე. წ. სოციალურ ანუ საყოველთაო მოხმარების პურს ათი თეთრით დაბალ ფასად აწვდის.

„ორი დღეა, რაც ჩვენთან ყველაზე მოთხოვნადი, პურის წამყვანი პოზიციები გაიაფდა 10 თეთრით, ეს არის ჩვენი კომპანიის საერთო გაყიდვების დაახლოებით 85%. ფასების შემცირება შეეხო ორი წონითი კატეგორიის ე.წ. ბატონის პურს, ასევე გაიაფდა დაჭრილი სახით ბატონი პური და პრემიუმ კლასის პურიც, რომელიც უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილით მზადდება. გასულ წელსაც იყო გაიაფების შესაძლებლობა და პრემიუმ კლასის პურებზე მაშინაც შევამცირეთ ფასი,-“განმარტა სოფიო ბედიაშვილმა.

რაც შეეხება პროგნოზებს, კომპანიას სამომავლო ფასებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე უჭირს.

„ვითარება ძალიან არაპროგნოზირებადია. წინასწარ არ გვაქვს ინფორმაცია რა მდგომარეობა იქნება ბაზარზე, თუმცა, როცა გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენ ფასებს აუცილებლად ვაკორექტირებთ.“ - განმარტა სოფიო ბედიაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023