საზოგადოება
03/08/2020

რაჭაში 5 სოფელი ამ დრომდე სამანქანო გზის გარეშე რჩება

რაჭაში, სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელი გზით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. გზის ამ დაზიანებულ მონაკვეთზე მილები და ყრილი მოეწყო. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები რაჭის სტიქიის ზონაში ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო-აღდგენით სამუშაოებას აგრძელებენ. ონის მუნიციპალიტეტში მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და საავტომობილო მოძრაობისთვის დროებითი გადასასვლელების მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ 127-ე და 128-ე კმ-ზე დროებითი გადასასვლელი მოეწყო, რითაც 129-ე კმ-ზე ჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად სამუშაოების დაწყება შესაძლებელი გახდა. ამასთან, სოფელ ხიდეშლებთან დამაკავშირებელ გზაზე, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, უკვე ატანილია სარმის ხიდის 2 ნაწილი. ხოლო დარჩენილი 3 ნაწილის ატანის შემდეგ ხიდის მონტაჟის სამუშაოები დაიწყება. დილიდან განახლდა სოფელ ლანგვანთაში დაზიანებულ ხიდზე, სარმის ხიდის ორი სექციის სამონტაჟო სამუშაოებიც.

5 სოფელი ამ დრომდე სამანქანო გზის გარეშე რჩება, დროებითი გზების მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლების ნაწილთან კი კავშირი დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით ხორციელდება.

გრძელდება ქალაქ ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის აღდგენისა და ძველი სათავო ნაგებობების წმენდის სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება კი უკვე 13 სოფელს, მათ შორის გლოლასა და შოვს უკვე აღუდგა. დარჩენილ 3 სოფელში ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად სამუშაოები გრძელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023