საზოგადოება
11/06/2020

რამდენი პენსიონერი მიიღებს გაზრდილ პენსიას

70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის პენსია 1-ელი ივლისიდან იზრდება, თუმცა თავად პრემიერიც აღიარებს, რომ ეს მინიმალურია. „არ არის საკმარისი“.

„წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ ის დაზღვევის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად, პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა იქნება დაკავშირებული, როგორც ინფლაციასთან ასევე, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან. არის შექმნილი ქვედა ჩამკეტები. არც ერთ შემთხვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლების პირობებშიც, თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

1-ელი ივლისიდან პენსიონერებს 70 წელს ზემოთ გაეზრდება პენსია 30 ლარით, 250 ლარამდე. ამავდროულად მაღალმთიან სოფლად მცხოვრებთა პენსია 300 ლარი იქნება. 

ბოლო სტატისტიკით, საქართველოში 772 000-ზე მეტი პენსიონერია, აქედან 70 წელს გადაშორებული 407 000-ზე მეტი.

ბიუჯეტიდან პენსიებით უზრუნველყოფაზე მაისში 170 მლნ-ზე მეტი გადაირიცხა, 1-ელი ივლისიდან ბიუჯეტის ხარჯი 12 მლნ-ით გაიზრდება. ამაში არ შედის მაღალმთიან სოფლად მცხოვრებთა პენსიის ხარჯი. მაღალმთიან სოფლებში 71 280 პენსიონერია რეგისტრირებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023