საზოგადოება
24/11/2021

რესტორნებს, რომლებიც სტუმრებს "მწვანე ბარათით" მიიღებენ, საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ

რესტორნებს, რომლებიც დეკმებრიდან სტუმრებს "მწვანე ბარათით" მიიღებენ, საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

რესტორნები დღეს მოქმედი რეგულაციით 23:00 საათამდე მუშაობენ, 1-ელი დეკემბრიდან კი, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავად გადაწყვიტონ, რომელ საათამდე იმუშავებენ. 

"რესტორნები, რომლებიც სტუმრებს მწვანე სტატუსით მიიღებენ, შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენხანს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან",- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

ინფორმაციისთვის, "მწვანე ბარათი" მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება.  

მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023