საზოგადოება
20/10/2020

როგორ უნდა მოიქცეთ თუ covid-ინფიცირებულთან კონტაქტი გქონდათ - NCDC-ს რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბინაზე მყოფი covid-19-ის დადასტურებული შემთხვევის  კონტაქტირებული პირებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს:

თუ ხართ covid-19-ის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და ექვემდებარებით თვითიზოლაციას ბინაზე:

  • დარჩით თვითიზოლაციაში ბოლო კონტაქტიდან 12 დღის განმავლობაში
  • ამავე პერიოდში არ წახვიდეთ სკოლაში, სამსახურში, საყიდლებზე, არ იმოგზაუროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ მიიღოთ სტუმრები
  • თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობთ, მინიმუმამდე დაიყვანეთ საერთო სივრცეში მათთან შეხვედრა
  • თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრა გარდაუვალია, გამოიყენეთ პირბადე და დაიცავით უსაფრთხო დისტანცია -სულ მცირე 1 მეტრი
  • აწარმოეთ თერმოსტკრინინგი, გაიზომეთ ტემპერატურა დღეში ორჯერ
  • Covid-19-ისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში (ცხელება, ხველა, სუნთვის გაძლება), დაუყოვმებლივ დაუკავშირდით 112-ს ან ოჯახის ექიმს
  • დაიცავით რესპირაციული ეტიკეტი: ხველის ან ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ცხვირსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ
  • საგულდაგულოდ გაწმინდეთ ხშრად შეხებადი ზედაპირები
  • თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში,დაავადების ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმი ან/და ეპიდემიოლოგი გადაწყვეტს ექვემდებარებით თუ არა ტესტირებას
  • არ დაარღვიოთღ თვითიზოლაციის წესები -ამით თქვენ დაიცავთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანრთელობას.
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023