საზოგადოება
21/01/2021

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოიტანს

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე სტრასბურგის სასამართლო დღეს გამოიტანს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გახდება ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში.

„დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. დღეს პირველად მიეცემა საერთშორისო სამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართელოს ომს.

ეს გადაწყვეტილება ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშორმლების 12 წლიანი შრომის შედეგი იქნება. დარწმუნებულები ვართ, ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება.

გარდა იმისა, რომ ეს ჩვენი დაზარალებული მოქალაქეებისათვის კომპენსაციას ახდენს, რა თქმა უნდა ეს ძირითადად იქნება საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე.

გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით, ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომელსაც საზოგაოდებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023