საზოგადოება
03/11/2021

სად გამოიყენებენ "მწვანე ბარათებს" - კონცეფცია უკვე შემუშავებულია

"მწვანე ბარათებზე" მუშაობა კიდევ მიმდინარეობს. მისი ამოქმედება იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ სახელდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კონცეფცია უკვე შემუშავებულია.   

"მწვანე ბარათი" ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების სტატუსის განსაზღვრას სხვადასხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის. ამის პრეცედენტები ქვეყანაში უკვე არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს, რადგან ხელი შევუშალოთ ეპიდემიის კიდევ უფრო გამწვავებას.

ვფიქრობ, მოკლე დროში მზად იქნება ეს სისტემა, იმისთვის, რომ გაეშვას. მთავარია, რომ პირი, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებში, სადაც ხალხმრავლობაა ან სხვა ტიპის რისკებს უკავშირდება, იყოს ეპიდემიურად უსაფრთხოდ. არის ვაქცინაციის არჩევანი, აგრეთვე ტესტირების საკითხი - ამ მიმართულებით მიდის მუშაობა", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

რომელ სივრცეებში გამოიყენება კოვიდპასპორტი, ამასთან დაკავშირებით თამარ გაბუნია განმარტავს: "არსებული მოდელით კოვიდპასპორტი უფრო აქტიურად გამოიყენება გასართობ ღონისძიებებზე, სარესტორნო ბიზნესში, სასტუმროებში. მაგრამ, კოვიდპასპროტი ბევრ ქვეყანაში არ გამოიყენება ბაზისური საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში".

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ამ საკითხს და დაზუსტდება ვადა, როდიდან შევა ძალაში კოვიდპასპორტი. 

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში "მწვანე ბარათის" ამოქმედებას აქტიურად უჭერენ მხარს. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ "მწვანე ბარათების" ამოქმედება ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს.  

ამასთან, ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში "მწვანე ბარათი" აუცილებლად ამოქმედდება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერც ის ასახელებს. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა, ვაქცინაციის ტემპი კი, შემცირდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023