საზოგადოება
29/09/2020

სად იყო დაზღვეული ელიავას ბაზრობა - სადაზღვევო კომპანიები ზარალს ითვლიან

ელიავას ბაზრობა რამდენიმე სადაზღვევო კომპანიაში იყო დაზღვეული. საუბარია, როგორც მარაგების და ქონების დაზღვევაზე, ისე დადგენილებით გათვალისწინებული მასობრივი თავშეყრის ობიექტებისთვის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე. 

როგორც „ბიზნესპარტნიორმა“ გაარკვია, ელიავას ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზია სადაზღვევო კომპანია „პრაიმში“ იყო დაზღვეული. ამ შემთხვევაში საუბარია სავალდებულო დაზღვევაზე. 

„ამ ეტაპზე უცნობია სწორედ ის მაღაზიები დაიწვა და მათ მფლობელებს მიადგათ ზარალი თუ არა. ჩვენი ჯგუფი გასულია ადგილზე და დამატებითი დეტალები უახლოეს საათებში გვეცოდინება,“ - აცხადებენ სადაზღვევო კომპანია „პრაიმში“.

რაც შეეხება მარაგების და ქონების დაზღვევას, ბაზრობაზე არსებული 4 მაღაზია „ჯიპიაი ჰოლდინგში“ იყო დაზღვეული. „ამ დროისთვის მიმდინარეობს შეფასება და ზარალის დათვლა. ჩვენი ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ადგილზე,“ - აცხადებენ „ჯიპიაი ჰოლდინგში“. 

ცნობისთვის, ელიავას ბაზრობაზე წუხელ, გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა.

დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ. ეს არის 14-15 მაღაზია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023