საზოგადოება
16/08/2022

საერთაშორისო მედია თიბისისა და Kong-ის თანამშრომლობაზე წერს

საერთაშორისო ტექნოლოგიური გამოცემები The Fintech Times  და Financial IT თიბისისა და Kong-ის წარმატებულ თანამშრომლობას ეხმაურებიან.

სტატიებში აღწერილია, თუ როგორ გაუმჯობესდა თიბისის ციფრული სერვისების მიწოდება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ქლაუდ პლატფორმა Kong-ზე გადასვლის შემდეგ. თიბისი ბანკმა, კონგ-ის პლატფორმის ამუშავების შემდეგ 40%-ით შეამცირა პროდუქტებისა და სერვისების კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ბაზარზე მიწოდების დრო. API, რომელიც ერთდროულად 700 000 მომხმარებელს მუდმივ რეჟიმში ემსახურება, თიბისისთვის უმნიშვნელოვანეს არხად იქცა. ამ სისტემების დანერგვა ზრდის თიბისის პროდუქტიულობას, რადგან ძველ და ახალ სისტემებს  ერთმანეთთან აკავშირებს. კონგის სისტემების დახმარებით, თიბისიმ მნიშვნელოვნად გაზარდა ციფრული სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და ამით ადამიანებს კიდევ უფრო გაუმარტივა ცხოვრება.

კონგი ქლაუდზე დაფუძნებული მსხვილი API პლატფორმაა, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა.

„ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზაზე, თიბისისთვის კონგთან პარტნიორობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან  კონგის პლატფორმა ჩვენი ინოვაციის ციკლს ასწრაფებს, ზრდის პროდუქტიულობას და უმტკივნეულოდ აკავშირებს ძველ სისტემებს თანამედროვე აპლიკაციებთან. თიბისის მიერ ნებისმიერი სიახლის ბაზაზე გასატანად ამ სისტემების ერთმანეთთან დაკავშირება გვჭირდება. ციფრული და ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას გვაძლევს, საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ მომხმარებელს და ამავდროულად გავაძლიეროთ თიბისის პოზიციები ტექნოლოგიურ ბაზარზე“ - ამბობს თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ბიძინა მაცაბერიძე.

თიბისი მუდმივად უწყობს ფეხს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს და სისტემატიურად ნერგავს ციფრულ სიახლეებს. Kong-თან თანამშრომლობა დიდი წინსვლაა ტექნოლოგიური თვალსაზრისით და ამ მიმართულებით თიბისი მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს მომხმარებლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023