საზოგადოება
12/03/2021

"საქართველო საერთაშორისო მაგისტრალების ნაწილია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით უფრო მიმზიდველი ხდება"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ საქართველოს გზების სატრანზიტო ფუნქციის შესაძლო რისკები და ტვირთბრუნვის საკითხები მიმოიხილა.

„ჩვენი უკვე ჩამოყალიბებული დერეფნები იმთავითვე საინტერესოა, გამომდინარე იქედან, რომ როცა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკვშირებელ გზა არის ნაწილი, საერთაშორისო E60 მაგისტრალის, რომელიც ჩვენს ნაწილში ფოთში სრულდება, და E70 მაგისტრალის, რომელიც სარფში სრულდება. როცა ვსაუბრობთ ტრანს ევროპულ ქსელზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყანა თავისი მდებარეობით ამ საერთაშორისო მაგისტრალების შემადგენელი ნაწილია, და რეალურად რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ამ უპირატესობის მაქსიმუმამდე აყვანა. მონაკვეთები, რომლებიც ან ტვირთბრუნვას ვერ უძლებენ ან საჭიროებენ შემდგომ განვითარებას, ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება,“- აცხადებს ქარსელაძე.

მისი განმარტებით, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტი შესაბამის ეტაპებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას გადის და ყველა მათგანი ეფუძნება კვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადებულ შესაბამის დასკვნებს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ რეალური ზრდა წინმსწრებ პერიოდში ქვეყანას უფრო მაღალი აქვს, ვიდრე ექსპერტების პროგნოზებშია ნავარაუდები.

„ქუთაისის შემოვლითი გზის 2 ზოლის მშენებლობით ჩვენ მომზადებულები დავხვდით გაზრდილ ნაკადებს და მიუხედავად პანდემიური შეფერხებებისა, ამ ტენდენციას სამომავლოდაც შევინარჩუნებთ," - აცხადებს ქარსელაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023