საზოგადოება
27/05/2022

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა

27 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნეს მობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა.

  • ამიერიდან ახალი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა პირდაპირ ბიზნეს მობილბანკიდანაა შესაძლებელი;
  • როგორც ციფრული, ასევე პლასტიკური ბიზნესბარათის დაბლოკვა და განბლოკვა, ფილიალში მისვლის გარეშე, უკვე ონლაინაა ხელმისაწვდომი;
  • გამარტივდა ბიზნესბარათის პინკოდის შეცვლის პროცესი - მისი შეცვლა ამიერიდან მობილბნაკში, ბარათების დეტალებიდანაა შესაძლებელი, ახალ პინკოდს კი მომხმარებელი SMS-ის სახით მობილურის ნომერზე მიიღებს;
  • სხვადასხვა პროვაიდერთან დარიცხული დავალიანების ერთიანად ნახვა და გადახდა, როგორც პირდაპირ მენიუში, ასევე გადახდებისა და გადარიცხვების გვერდზეა შესაძლებელი;
  • გადარიცხვების შესრულება უკვე მარტივად, პირადი ნომრით ან საიდენტიფიკაციო კოდითაა შესაძლებელი

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://fb.watch/dczp9VOEb2/ 

„იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს.  დღეს ბიზნესის წარმატებას დიდ წილად ის ციფრული გადაწყვეტები განსაზღვრავს, რომელიც ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნითაა შექმნილი. სწორედ ასეთი სიახლეები მოვუმზადეთ ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელს. მსგავსი სიახლეების დანერგვით, ჩვენი მიზანია, საქმიანობის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ ბიზნესს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023