საზოგადოება
28/09/2023

საქართველოს უნივერსიტეტმა და თავისუფალმა უნივერსიტეტმა სტუდენტების დავალიანების განულებაზე უარი განაცხადეს

ეს თემა იყო მოუგვარებელი წლების განმავლობაში, მანამდეც იყო ძალიან ბევრი დისკუსია  ამ თემაზე, მე მოვიკითხე ეს თემა, მანამდეც დაწყებული მქონდა სანამ ეს საკითხი გახდებოდა ცნობილი და დავამუშავებინე განათლების მინისტრს აღნიშნული პრობლემა და გამოიკვეთა, რომ 30,000- მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული ჰქონდა სტატუსი, ეს იყო დაახლოებით ჯამში 40 მილიონი ლარის დავალიანება, მე დავავალე მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გამოენახათ გამოსავალი-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ახლა რაც შეეხება ამ საკითხს. ეს თემა იყო მოუგვარებელი წლების განმავლობაში, მანამდეც იყო ძალიან ბევრი დისკუსია  ამ თემაზე, მე მოვიკითხე ეს თემა, მანამდეც დაწყებული მქონდა სანამ ეს საკითხი გახდებოდა ცნობილი და დავამუშავებინე განათლების მინისტრს აღნიშნული პრობლემა და გამოიკვეთა, რომ 30,000- მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული ჰქონდა სტატუსი, ეს იყო დაახლოებით ჯამში 40 მილიონი ლარის დავალიანება, მე დავავალე მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გამოენახათ გამოსავალი, მათ გამართეს შეხვედრები და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ უნივერსიტეტს, რომელიც ჩაერთო ამ ინიციატივაში მათ ჩამოაწერეს გაუნულეს სტუდენტებს ეს დავალიანება სტუდენტებს და ჩვენ მათ რა თქმა უნდა შევთავაზეთ, პირდაპირ არჩევანი დავუყენეთ, რომ ან შეუძლიათ მათ ჩამოაწერონ ან არ ჩამოაწერონ, არ ჩამოწერის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ჩვენ შევიძენდით მათი დავალიანების პორტფელს - ასეც მოხდა რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის შემთხვევაში, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა და მინდა საზოგადოებამ იცოდეს, აი ყველაზე მეტს ვინც ხმაურობდა თქვენი პარტია ნაც. მოძრაობა და ოპოზიცია, რომ თითქოს ძალიან აღელვებდათ ბედი სტუდენტების, სააკაშვილის დედის უნივერსიტეტმა, მინდა იცოდეს ყველამ, ხალხმა, უარი გვითხრა ჩვენ, რომ ჩამოეწერათ სტუდენტებისთვის დავალიანება, ეს ერთი და მეორე იყო ბატონი ბენდუქიძის უნივერსიტეტი, ორმა უნივერსიტეტმა მხოლოდ უარი გვითხრა დავალიანების განულებაზე, რა თქმა უნდა ჩვენ მათ შევთავაზებთ, რომ ვიყიდით ამ დავალიანებას და ჩვენ ჩამოვაწერთ, ჩვენ ავუნაზღაურებთ, დანარჩენი სხვა ყველა ჩაერთო ამ პროგრამაში, ამაშიც გამოჩნდა, როგორ ზრუნავენ ისინი სტუდენტებზე და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს კამპანია იყო აბსოლუტურად ყალბი, ისე როგორც თქვენ და სხვა ადამიანებს, სტუდენტებს იყენებენ ინსტრუმენტად საკუთარი ბინძური პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს იყო აბსოლუტურად ყალბი კამპანია"- განაცხადა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023